Small talk ინგლისურად — როგორ დავიწყოთ, გავაგრძელოთ და დავასრულოთ საუბარი ☕
ლიფტში, ოფისის სამზარეულოში, ონლაინ შეხვედრის დაწყებამდე ან წვეულებაზე უცნობ ადამიანთან — ინგლისურენოვან სამყაროში საუბარი თითქმის ყოველთვის small talk-ით იწყება. ეს მოკლე, მსუბუქი საუბარია ამინდზე, შაბათ-კვირაზე, სამსახურზე.
ბევრს ეს უცნაურად ეჩვენება: „რატომ უნდა ვილაპარაკო ამინდზე?“ მაგრამ small talk ინფორმაციის გაცვლა კი არ არის, ურთიერთობის დაწყებაა. ვინც ამას კარგად ახერხებს, მას ადვილად ელაპარაკებიან — სამსახურშიც და ემიგრაციაშიც.
ყოველი small talk სამი ნაწილისგან შედგება: დაწყება, გაგრძელება და დასრულება. თითოეულს თავისი ფრაზები აქვს.
1. როგორ დავიწყოთ
საუბარს ყველაზე ადვილად იწყებ ისეთი რამით, რაც ორივეს გაქვთ საერთო: ადგილი, ამინდი, მოვლენა, რომელზეც ერთად ხართ.
Is this your first time here? — აქ პირველად ხარ?
How do you know Anna? — ანას საიდან იცნობ? (წვეულებაზე — მასპინძელზე)
Have you tried the coffee here? — აქაური ყავა გაგისინჯავს?
Busy day? — დატვირთული დღე გაქვს?
შენიშნე: ეს კითხვები ვრცელ პასუხს არ მოითხოვს. მათი მიზანი მხოლოდ ისაა, რომ საუბარი დაიწყოს.
2. როგორ გავაგრძელოთ — პასუხი, დეტალი, კითხვა
ყველაზე ხშირი პრობლემა ის კი არ არის, რომ საუბარს ვერ იწყებენ, არამედ ის, რომ საუბარი მეორე წინადადებაზევე მთავრდება. მიზეზი მოკლე პასუხია:
B: Yes.
— გრამატიკულად სწორია, მაგრამ საუბარი აქ ჩერდება: თანამოსაუბრეს ახალი კითხვის მოფიქრება უწევს.
გამოსავალი მარტივი ფორმულაა: პასუხი + ერთი დეტალი + საპასუხო კითხვა.
B: Yes, I do — it's quiet, and the people are really friendly. What about you? Have you lived here long?
— ახლა თანამოსაუბრეს სათქმელი აქვს, საუბარი კი თავისით გრძელდება.
და კიდევ რამდენიმე ფრაზა, რომლებიც საუბარს ცოცხალს შეინარჩუნებს:
What do you like most about it? — ყველაზე მეტად რა მოგწონს?
That must be interesting. — ალბათ საინტერესოა.
So what got you into that? — რამ დაგაინტერესა?
💡 ინდივიდუალურად: 🗣️ სასაუბრო ინგლისური → · წაიკითხე: IELTS Writing Task 2 — სტრუქტურა და 5 შეცდომა, რომელიც ქულას აკლებს
„How are you?“ — ქართველების ტიპური ხაფანგი
ინგლისურში How are you? ხშირად უბრალოდ მისალმებაა და არა კითხვა ჯანმრთელობაზე. პასუხიც მოკლე და დადებითია — და მას საპასუხო კითხვა მოსდევს.
✅ Pretty good, thanks. And you? — საკმაოდ კარგად, მადლობა. შენ?
✅ Can't complain. — საჩივარი არ მაქვს (ანუ კარგად ვარ).
✅ A bit tired, to be honest, but good. — მართალი გითხრა, ცოტა დავიღალე, მაგრამ კარგად ვარ.
რა თემებს ერიდება small talk
small talk-ის მიზანი ისაა, რომ ორივე თავს კომფორტულად გრძნობდეს. ამიტომ უცნობთან ან ახალ კოლეგასთან ჩვეულებრივ არ იწყებენ საუბარს ხელფასზე, ასაკზე, პოლიტიკაზე, რელიგიასა და პირად ცხოვრებაზე. ისეთ კითხვებს, როგორიცაა „რამდენს იღებ?“ ან „როდის აპირებ დაქორწინებას?“, ინგლისურენოვან გარემოში ხშირად უხერხულად აღიქვამენ.
უსაფრთხო თემებია: ამინდი, მოგზაურობა, ფილმები და სერიალები, საჭმელი, სპორტი, შაბათ-კვირის გეგმები, სამსახური (ზოგადად, ხელფასის ხსენების გარეშე).
3. როგორ დავასრულოთ
საუბრის თავაზიანად დასრულებაც ცალკე უნარია. მოულოდნელი OK, bye მკვახედ ჟღერს; ჯობია, ერთი გარდამავალი ფრაზა თქვა:
I should get going. — უკვე უნდა წავიდე.
It was great to meet you. — ძალიან სასიამოვნო იყო გაცნობა.
See you around! — კიდევ შევხვდებით!
Small talk ონლაინ შეხვედრაზე
ონლაინ შეხვედრის პირველი ერთი-ორი წუთი, სანამ ყველა შემოვა, small talk-ის კლასიკური დროა. ამ დროს სამი ფრაზა გამოგადგება:
How's the weather over there? — იქ როგორი ამინდია?
Did you have a good weekend? — შაბათ-კვირა კარგად გაატარე?
სამსახურის სხვა ფრაზები — შეხვედრის დაწყება, აზრის გამოთქმა, შეჯამება — ბიზნეს ინგლისურის 40 ფრაზაშია შეგროვებული.
შეამოწმე თავი
აირჩიე ყველაზე ბუნებრივი პასუხი:
2. A: How are you? — B: ___ (a) I'm normal. (b) Pretty good, thanks. And you?
3. A: Where are you joining from today? — B: ___ (a) From Tbilisi — it's really hot here today! (b) Tbilisi.
4. რომელი დასრულებაა უფრო თავაზიანი? (a) OK, bye. (b) Anyway, I should get going. It was great talking to you.
5. A: I've just moved here from Berlin. — B: ___ (a) Oh, really? How come? (b) Oh, really? How come you?
პასუხები: 1. (a) 2. (b) 3. (a) — „Tbilisi.“ სწორია, მაგრამ საუბარს აქვე ამთავრებს; (a) დეტალს ამატებს და თანამოსაუბრეს სათქმელს უტოვებს. 4. (b) 5. (a)
small talk-ს წიგნიდან ვერ ისწავლი — მხოლოდ ლაპარაკით. სწორედ ასეთ სიტუაციებზე ვვარჯიშობთ სასაუბრო ინგლისურის ონლაინ გაკვეთილებზე: საუბრის შემდეგ ერთად ვარჩევთ, რა გამოვიდა კარგად და რა — ჯერ არა. ყოველდღიური ფრაზების სხვა ნაწილი სასაუბრო ინგლისურის სტატიაშია.
ხშირი კითხვები
რა არის small talk?
მოკლე, მსუბუქი საუბარი ამინდზე, შაბათ-კვირაზე, სამსახურზე — ლიფტში, ოფისში, წვეულებაზე ან ონლაინ შეხვედრის დაწყებამდე. მისი მიზანი ინფორმაციის გაცვლა კი არ არის, ურთიერთობის დაწყებაა.
როგორ ვუპასუხო „How are you?“-ს?
მოკლედ და დადებითად, საპასუხო კითხვით: „Pretty good, thanks. And you?“ ან „Not bad, thanks.“ „I'm normal“-ით ასე არ პასუხობენ — უცნაურად ჟღერს.
რა ვქნა, რომ საუბარი მეორე წინადადებაზე არ დამთავრდეს?
გამოიყენე ფორმულა: პასუხი + ერთი დეტალი + საპასუხო კითხვა. მაგალითად: „Yes, I do — it's quiet. What about you?“
რა თემებზე არ ლაპარაკობენ small talk-ის დროს?
უცნობთან ან ახალ კოლეგასთან ჩვეულებრივ არ იწყებენ საუბარს ხელფასზე, ასაკზე, პოლიტიკაზე, რელიგიასა და პირად ცხოვრებაზე.