ინგლისურის რეპეტიტორი ონლაინ · თბილისი და მთელი საქართველო · A1–C1

ინგლისურის რეპეტიტორი ონლაინ — ინდივიდუალურად, თბილისიდან

75-წუთიანი გაკვეთილები Google Meet-ზე: სასაუბრო ინგლისური, IELTS, TOEFL, ერთიანი ეროვნული, ბიზნეს ინგლისური. მოსწავლეები თბილისიდან, საქართველოს სხვა ქალაქებიდან, ბერლინიდან თუ ნიუ-იორკიდან — შენი დონე, შენი მიზანი, შენი ტემპი და მასწავლებელი, რომელიც ყოველ გაკვეთილს სწორედ შენთვის ამზადებს.

+995 571 77 44 14დამირეკე ან მომწერე 5.0 · 23 შეფასება 350 ₾ / 8 გაკვეთილი · 75 წუთი
10+ წლის გამოცდილებაინდივიდუალური პროგრამაონლაინ, სახლიდან, ნებისმიერი სასაათო სარტყელი
🎓 ვიღებ ახალ მოსწავლეებს
ნოდარი
საერთაშორისო დონის მასწავლებელი და მენტორი · ონლაინ ინდივიდუალური გაკვეთილები
მოსწავლეგამარჯობა! ინგლისური სკოლიდან მახსოვს, მაგრამ ლაპარაკის მეშინია 🙈
ნოდარიეს ყველაზე ხშირი შემთხვევაა — და ყველაზე მარტივად გამოსასწორებელი. პირველივე გაკვეთილზე ვილაპარაკებთ. 😊
10+წელი სწავლებაში
🌍მოსწავლეები მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან
A1–C1ყველა დონე — ნულიდან მოწინავემდე
1:1ინდივიდუალური გაკვეთილები
გაიცანი მასწავლებელი

ნოდარი — საერთაშორისო დონის მასწავლებელი და მენტორი

მე ნოდარ ფხაკაძე ვარ — 10 წელზე მეტია ინგლისურს ვასწავლი და ბოლო წლებში მთლიანად ონლაინ, საერთაშორისო დონეზე ვმუშაობ. ჩემი მოსწავლეები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ცხოვრობენ — თბილისიდან ბერლინსა და ნიუ-იორკამდე — და თითოეულ მათგანს ინდივიდუალურად ან მცირე ჯგუფში ვასწავლი.

„ერთი პროგრამა ყველასთვის“ — ეს ჩემი პრინციპი არ არის. ყოველი მოსწავლისთვის თავად ვამზადებ მასალას — ინტერაქტიულ ტექსტებს, სავარჯიშოებს, ლექსიკას მისი დონისა და მიზნის მიხედვით — და ყოველ დავალებას პირადად ვასწორებ. თვის ბოლოს კი ორივემ ზუსტად ვიცით, რა შეიცვალა.

ჩემი მთავარი წესი მარტივია: გაკვეთილზე შენ უნდა ლაპარაკობდე, არა მე. შეცდომა ჩვეულებრივი სამუშაო მასალაა, არა სირცხვილი — ასე ქრება ლაპარაკის შიში ყველაზე სწრაფად.

რატომ ჩემთან

არა „კიდევ ერთი კურსი“ — ინგლისურის შენი პირადი ონლაინ მასწავლებელი

ჯგუფურ კურსზე პროგრამა ყველასთვის ერთია. ჩემთან პროგრამა შენ ხარ.

🎯

შენზე მორგებული პროგრამა

გაცნობით შეხვედრაზე ვადგენთ დონესა და მიზანს — სამსახური, ემიგრაცია, გამოცდა, მოგზაურობა, ბავშვის სკოლა — და სწორედ ამ მიზანზე ვაწყობთ ყოველ გაკვეთილს.

🎬

ინტერაქტიული მასალა

ტექსტი, სადაც ყოველ ახალ სიტყვაზე დაჭერით გამოთქმასა და ქართულ თარგმანს ხედავ, 🔊 მოსმენა, სავარჯიშოები, რომლებიც მაშინვე სწორდება — ტელეფონზეც მუშაობს.

✍️

საშინაო დავალების შემოწმება

ყოველი დავალება დეტალურად სწორდება: რა იყო შეცდომა, რატომ და როგორ დაიმახსოვრო — ქართული განმარტებით.

📈

ყოველთვიური პროგრესის ანგარიში

თვის ბოლოს იღებ შეჯამებას: რა ისწავლე, სად გაძლიერდი, რაზე ვიმუშავებთ შემდეგ. მშობლებსაც ვუგზავნი, თუ ბავშვი სწავლობს.

🗣️

ლაპარაკი პირველივე დღიდან

გრამატიკას ვსწავლობთ იმისთვის, რომ ილაპარაკო — არა პირიქით. ყოველ გაკვეთილზე ცოცხალი დიალოგი შენს თემებზე.

🤝

მასწავლებელი და მენტორი

გაკვეთილი ცოდნის გადაცემით არ მთავრდება: თვალს ვადევნებ შენს პროგრესს, გვერდში გიდგავარ გამოცდების დროს და სამსახურის ძიებისას.

🌍

ნებისმიერი სასაათო სარტყელი

ონლაინ მოსწავლეები მყავს მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან — საქართველოდან გერმანიასა და ამერიკამდე. გრაფიკი ინდივიდუალურად ეწყობა — ვირჩევთ დროს, რომელიც ორივეს გვაწყობს.

როგორ ვსწავლობთ

ოთხი ნაბიჯი შედეგამდე

1

მომწერე

WhatsApp-ზე ან Messenger-ში მომწერე ორი სიტყვა — რა გინდა და როდის გიხერხდება. ჩვეულებრივ იმავე დღეს გიპასუხებ.

2

უფასო გაცნობითი შეხვედრა · 20 წუთი

ვხვდებით Google Meet-ში 20 წუთით. გაგესაუბრები, გავარკვევთ შენს დონეს და დაწვრილებით აგიხსნი, როგორ მიმდინარეობს გაკვეთილი. სრულიად უფასოა და არაფერს გავალდებულებს.

3

რეგულარული გაკვეთილები

კვირაში ორჯერ, 60–90 წუთი, შენთვის მოსახერხებელ დროს. ყოველი გაკვეთილი — ახალი ლექსიკა, გრამატიკა კონტექსტში, ლაპარაკი და დავალება.

4

პროგრესი, რომელსაც ხედავ

დავალებები სწორდება, სუსტი მხარეები ინიშნება და თვის ბოლოს ანგარიშს იღებ. ასე ხედავ, რომ მართლა წინ მიდიხარ.

მიმართულებები

რაში დაგეხმარები — სასაუბრო ინგლისურიდან გამოცდამდე

პროგრამა ყოველთვის ინდივიდუალურია — აირჩიე, რა გჭირდება ახლა, დანარჩენს ერთად ავაწყობთ.

🗣️

სასაუბრო ინგლისური

ლაპარაკი პირველივე გაკვეთილიდან: დიალოგები შენს თემებზე, ცოცხალი ფრაზები, მოსმენა. გრამატიკა — იმისთვის, რომ ილაპარაკო.

დაწვრილებით →
🎓

IELTS მომზადება ონლაინ

ჯერ დონე ოთხივე ნაწილში, მერე გეგმა და ვარჯიში რეალურ ფორმატში. Writing სრულდება შესწორებით, Speaking — რეპეტიციით.

დაწვრილებით →
🇺🇸

TOEFL მომზადება

კომპიუტერული ფორმატი, შერეული დავალებები და ჩანიშვნის ტექნიკა — ის, რაც TOEFL-ს IELTS-ისგან განასხვავებს.

დაწვრილებით →
📝

ერთიანი ეროვნული გამოცდები

აბიტურიენტის მომზადება სკოლის პროგრამაზე დაშენებით; მშობელი თვის ბოლოს წერილობით ანგარიშს იღებს.

დაწვრილებით →
💼

ბიზნეს ინგლისური

ელფოსტა, შეხვედრები, პრეზენტაცია, გასაუბრება — ფრაზები და სიტუაციები, რომლებსაც ხვალვე გამოიყენებ.

დაწვრილებით →
✈️

ინგლისური ემიგრაციისთვის

უწყება, ბანკი, ექიმი, ბავშვის სკოლა — გერმანიაში, ევროპასა და ამერიკაში. ნებისმიერი სასაათო სარტყელი.

დაწვრილებით →
🧒

ინგლისური ბავშვებისა და მოზარდებისთვის

სკოლის პროგრამას მივყვები და მასზე ვაშენებ: გრამატიკა გასაგებად, ლაპარაკი ყოველ გაკვეთილზე, ანგარიში მშობელს.

დაწვრილებით →
🌱

ინგლისური ზრდასრულებისთვის

ნულიდან ან „დავიწყებული“ სკოლის ინგლისურიდან — A1-დან, ყველაზე საჭირო ფრაზებით, სირცხვილის გარეშე.

დაწვრილებით →
📍

რეპეტიტორი თბილისში

ერთ სასაათო სარტყელში ვართ, გრაფიკს ადვილად ვათანხმებთ — და გზაში დრო აღარ იკარგება.

დაწვრილებით →
ფასი

საწყისი პაკეტი — 350 ₾ / 8 გაკვეთილი

ფასი გვერდზევე წერია, რომ დროს არ კარგავდე. ზუსტ თანხას უფასო გაცნობაზე გეტყვი.

საწყისი პაკეტი
350 ₾ / 8 გაკვეთილი
ერთი გაკვეთილი — 75 წუთი, Google Meet-ში
  • 8 ინდივიდუალური გაკვეთილი Google Meet-ში
  • თითო გაკვეთილი — 75 წუთი, მხოლოდ შენთვის
  • შენს დონეზე მორგებული ინტერაქტიული მასალა
  • დავალების შესწორება ქართული ახსნებით
  • ყოველთვიური ანგარიში პროგრესზე

IELTS, ეროვნული გამოცდები, ბიზნეს ინგლისური — ფასი კურსის მიხედვით იცვლება. ფასების გვერდი →

ინდივიდუალური გაკვეთილი თუ ჯგუფური კურსი

  • ჯგუფში 75 წუთი რვა ადამიანზე იყოფა — აქ მთელი დრო შენია.
  • ჯგუფური კურსი მზა სახელმძღვანელოს მიჰყვება — აქ მასალა შენს მიზანზე იწერება.
  • ჯგუფში დავალების დეტალური შესწორება ფიზიკურად შეუძლებელია — აქ ყოველი დავალება სწორდება.
  • ჯგუფს ფიქსირებული განრიგი აქვს — აქ დროს ერთად ვირჩევთ.
  • ახსნა ქართულად, ინგლისურად ან გერმანულად — რომელიც უფრო გასაგებია.

ინგლისურის ონლაინ გაკვეთილები ყველა დონეზე — ნულიდან თავისუფალ ლაპარაკამდე

A1დამწყები
A2ელემენტარული
B1საშუალო
B2საშუალოზე მაღალი
C1მოწინავე
🎯გამოცდები / სამსახური

ვისთვისაა

ზრდასრულები, ვინც სკოლის შემდეგ „დაივიწყა“ ინგლისურიემიგრანტები გერმანიაში, ევროპის სხვა ქვეყნებსა და ამერიკაშივისაც სამსახურისთვის სჭირდება — გასაუბრება, მიმოწერა, პრეზენტაციამოზარდები და სტუდენტებივინც მოგზაურობს და ვისაც თავისუფლად ლაპარაკი სურსმშობელი და შვილი / წყვილი — ერთად სწავლა
ნახე, როგორ გამოიყურება

გაკვეთილი, რომელიც ტელეფონზეც იხსნება

ეს პატარა ფრაგმენტია ჩემი ინტერაქტიული საკითხავი გაკვეთილიდან. დააჭირე ნარინჯისფერ სიტყვას — გამოჩნდება გამოთქმა და თარგმანი, ხმის ღილაკზე (🔊) დაჭერით კი მოისმენ, როგორ ჟღერს. სრული გაკვეთილები (ტექსტი, ლექსიკა, გრამატიკა და ოთხი სავარჯიშო) დაცულ კაბინეტშია — მხოლოდ მოსწავლეებისთვის, წვდომას მე ვაძლევ.

How quickly do you make a judgement about someone when you first meet them?

Researchers have measured it in milliseconds. In my experience, what matters is not a perfect sentence, but a genuine smile and one good question.

genuine /ˈdʒenjuɪn/ ❌ არა /ˈdʒenjuaɪn/
🇬🇪 გულწრფელი, ნამდვილი
შედეგები

რას აღწევენ მოსწავლეები

ეს შედეგები თავად მოსწავლეების შეფასებებიდანაა.

IELTS — საუკეთესო შეფასება
ევროპის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში სწავლა
ანასტასია
TOEFL — საუკეთესო ქულები
„თქვენ გარეშე ამ ყველაფერს ვერ შევძლებდი“
სოფია
ეროვნული გამოცდები — 100%-იანი გრანტი
უმაღლესი შეფასება ინგლისურში
სალომეს შვილი
სამსახური აშშ-ში
„ეს თქვენი დიდი წვლილის შედეგია“
ლელა
ვიდეო

მოსწავლეები საკუთარი სიტყვებით

ნინო ბაშარულიმომღერალი
სოფიანიდერლანდები
გოჩანოდარის მოსწავლე
შეფასებები

რას ამბობენ მოსწავლეები

რეალური შეფასებები ჩემი მოსწავლეებისგან.

„მინდა გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ საუკეთესო ონლაინ გაკვეთილებისთვის. თქვენ დამეხმარეთ არა მხოლოდ ინგლისური ენის გახსენებაში, არამედ თავდაჯერებულობის დაბრუნებაშიც, რის შედეგადაც დღეს უკვე კომპლექსების გარეშე, თავისუფლად ვლაპარაკობ. თქვენი, როგორც პროფესიონალის, როლი ჩემს პროგრესში უდიდესია. გაკვეთილები ყოველთვის იყო კარგად სტრუქტურირებული და სასიამოვნო. თამამად გიწევთ რეკომენდაციას, როგორც საკუთარი საქმის ნამდვილ სპეციალისტს, ნებისმიერ მსურველთან, ვისაც ინგლისური ენის ცოდნის გაუმჯობესება და სასაუბრო უნარების განვითარება სურს.“
სოფია
„მასწავლებელი არის ყველანაირი მეთოდით და ტექნიკით აღჭურვილი იმისთვის, რომ მოსწავლეს მიაწოდოს სიღრმისეული ცოდნა. თვითონ ნოდარი გაწვდით როგორც ელ. წიგნებს, ისევე შედგენილ გრამატიკულ მასალებს, სადაც გრამატიკის ნაწილებს ხსნის უმარტივესი გზით. მინდა წარმატებები ვუსურვო როგორც ნოდარს, ისევე ამ კომენტარის მკითხველს, რომელიც დარწმუნებით ვიცი, რომ არ ინანებს ამ პედაგოგთან სწავლას.“
ლევანი
„ძალიან კმაყოფილი ვარ. ყველას ვურჩევ, ვისაც სურს კარგად შეისწავლოს ინგლისური.“
ვახტანგი
„ძალიან მოტივირებული, ზრდილობიანი, ყურადღებიანი, მოწესრიგებული, პუნქტუალური. ვუწევ რეკომენდაციას. დიდი მადლობა გაწეული შრომისათვის. ულევი წარმატებები.“
ნინო
„თქვენ ხართ ნამდვილად ყველაზე გამორჩეული მასწავლებელი — მას აქვს უნარი, რთული გრამატიკა და წესები მაქსიმალურად მარტივად, გასაგებად და სტრუქტურირებულად ახსნას. გაკვეთილები ყოველთვის ორგანიზებულია, ნათლად დაგეგმილი და საინტერესო. მასწავლებელი ზედმიწევნით აკვირდება ჩემს პროგრესს და ყოველ ნაბიჯზე ზუსტად იცის, რა მიმართულებით მჭირდება მეტი ყურადღება. ის ქმნის სასიამოვნო, დამხმარე გარემოს, სადაც არ გეშინია შეცდომების, რადგან ყოველი ახსნა არის მშვიდი, მოთმინებით სავსე და ძალიან პროფესიონალური. სწორედ ამიტომ, სწავლა მასთან არ არის სტრესი — პირიქით, მოტივაციას გმატებს და თვითდაჯერებულობას გიღრმავებს. შედეგი თვალსაჩინოა: სიტყვათა მარაგი გამიძლიერდა, გრამატიკა სრულფასოვნად ვისწავლე მისი წყალობით და თავისუფლად ვსაუბრობ ინგლისურად. ვისაც სურს რეალური პროგრესი, ხარისხიანი სწავლება და პედაგოგი, რომელიც გულწრფელად ზრუნავს სტუდენტის განვითარებაზე — მთელი პასუხისმგებლობით ვურჩევ ამ მასწავლებელს.“
ელენე
„ძალიან მობილიზებული და მოტივირებული პედაგოგია, იცის, როგორ დააინტერესოს მოსწავლეები. გაკვეთილები ეფექტურია და შედეგი სწრაფად ჩანს.“
ლიკა
„თქვენმა დახმარებამ და მხარდაჭერამ ნამდვილად გადამწყვეტი როლი შეასრულა ჩემს წარმატებაში. თქვენთან ინგლისურის სწავლა არ იყო უბრალოდ გაკვეთილების გავლა — ეს იყო საინტერესო, მოტივაციის მომცემი და გულწრფელი პროცესი, სადაც თითოეულ ეტაპზე ვგრძნობდი, რომ ჩემს განვითარებაზე გულით ზრუნავდით. თქვენ ზუსტად იცოდით, როგორ მორგებოდით ჩემს საჭიროებებს, როგორ აგეხსნათ რთული თემები მარტივად და როგორ შეგექმნათ ისეთი გარემო, სადაც თავდაჯერებულად ვგრძნობდი თავს. ახლა, როცა ამერიკაში ასეთ მაღალი დონის სამსახურში ვმუშაობ, კარგად ვიცი, რომ ეს თქვენი დიდი წვლილის შედეგია. ყველას, ვისაც სურს რეალური პროგრესი, გულწრფელად ვურჩევ, რომ ისწავლოს თქვენთან.“
ლელააშშ · სამსახური
„თქვენ ხართ ნამდვილი პროფესიონალი. მეგობარმა მირჩია თქვენზე და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ თქვენთან ინგლისურის გაკვეთილებმა მოლოდინს გადააჭარბა. რთულ წესებსაც კი მარტივად და გასაგებად ხსნით. გაკვეთილები ყოველთვის ორგანიზებულია და საინტერესო, თეორიასა და პრაქტიკას შორის ბალანსი იდეალურად არის დაცული. განსაკუთრებით მემატება სითამამე საუბარში და ვგრძნობ რეალურ პროგრესს. ნამდვილად გირჩევთ ყველას, ვისაც სურს გაიუმჯობესოს ინგლისურის ცოდნა!“
სანდრო
„დიდხანს ვცდილობდი ინგლისურის სწავლას, მაგრამ შედეგი არ მქონდა — ბევრი ტუტორი და ცენტრი გამოვიცვალე უშედეგოდ. ბოლოს მოვხვდი თქვენთან და უკვე რამდენიმე თვეში ისეთი პროგრესი მაქვს, როგორზეც ადრე ვერც ვიოცნებებდი. ის სირთულეები, რომლებიც გადაულახავი მეგონა, რამდენიმე გაკვეთილში გადავლახე. მომეხსნა საუბრის კომპლექსები. ახლა უკვე ძალიან კარგად ვსაუბრობ და გრამატიკაც ბევრად გამიუმჯობესდა. თქვენთან სწავლა ძალიან დიდი პრივილეგიაა. მადლობა კიდევ ერთხელ, ასეთი შედეგი რომ დამადებინეთ.“
თორნიკეზრდასრული მოსწავლე
„ძალიან კმაყოფილი ვარ თქვენთან მეცადინეობით. გამიმართლა, თქვენნაირ პრესტიჟულ საერთაშორისო დონის ტუტორთან რომ მოვხვდი. ყოველ გაკვეთილზე თქვენგან ძალიან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ. თქვენი პროფესიონალიზმი კი ინგლისური ენის სწრაფად დაუფლებაში მეხმარება. უდიდესი რეკომენდაცია ჩემგან. ბედნიერია ადამიანი, რომელიც თქვენთან დაიწყებს ენის სწავლას.“
ანამარია
„ამერიკაში უკვე რამდენიმე თვეა ვიმყოფები და ახლა თავისუფლად რომ ვსაუბრობ ინგლისურად, თქვენი დამსახურებაა. ნებისმიერი ემიგრანტი დამეთანხმება, რომ უცხოეთში ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს წარმატების მიღწევაში. თქვენი სწავლების სისტემა და მიდგომა ამ პროცესში ძალიან დამეხმარა. უკვე ინგლისურად თავდაჯერებულად ვსაუბრობ. თქვენი საქმის ნამდვილი პროფესიონალი ხართ. დიდი რეკომენდაცია ჩემგან.“
ნანააშშ · ემიგრაცია
„თქვენი პროფესიონალიზმი, თანმიმდევრული მიდგომა და განსაკუთრებული ყურადღება დეტალების მიმართ აშკარად იგრძნობა თითოეულ გაკვეთილზე. სწავლის პროცესი ძალიან სტრუქტურირებული და შედეგზე ორიენტირებულია — რამდენიმე თვეში საგრძნობლად წავიწიე წინ, რისთვისაც კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა. თქვენთან გაკვეთილები არ არის მხოლოდ ცოდნის გადაცემა — ისინი აერთიანებს მუდმივ მოტივაციას, თავდაჯერებულობის ზრდას და პრაქტიკულ გამოყენებას. სრული პასუხისმგებლობით მინდა გაგიწიოთ რეკომენდაცია.“
შორენა
„სიამოვნებით გაგიწევთ აქაც რეკომენდაციას. ჩემთვის წელს თქვენ ნამდვილი აღმოჩენა ხართ. უკვე რამდენიმე თვეა ვემზადები თქვენთან და საგრძნობლად წავიწიე წინ ინგლისურში, განსაკუთრებით საუბარში, რაც ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ჩემი სუსტი მხარე იყო. თქვენთან გაკვეთილი არის უაღრესად სასიამოვნო და საინტერესო. კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა დახმარებისთვის.“
გვანცა
„მხოლოდ რამდენიმე თვე მქონდა, რომ ინგლისურს დავუფლებოდი. თავიდან წარმოუდგენლად მეჩვენებოდა, რომ ლაპარაკს დავიწყებდი. მაგრამ თქვენი წყალობით, ახლა ინგლისურად ლაპარაკის აღარ მეშინია — უფრო მეტიც, თავდაჯერებულად და გამართულად ვსაუბრობ! თქვენი სწავლების სტილი ნამდვილად უნიკალურია: ყველაზე რთული საკითხებიც კი მარტივი და გასაგები იყო, გაკვეთილები კი უმაღლეს დონეზე სტრუქტურირებული და საინტერესო. თქვენი მეგობრული დამოკიდებულება და პროფესიონალიზმი სწავლის პროცესს ბევრად ამარტივებს. დიდი მადლობა, რომ ასეთი შედეგი დამადებინეთ!“
მათე
„ყოველ გაკვეთილს მოუთმენლად ველოდები და ეს თქვენი პროფესიონალიზმის დამსახურებაა. გაკვეთილები არის საინტერესო, კარგად სტრუქტურირებული და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ძალიან ეფექტური. თქვენ გამოირჩევით საოცარი გადმოცემის უნარითა და ინდივიდუალური მიდგომით. ამდენი მასწავლებლის გამოცვლის შემდეგ, როგორც იქნა, თქვენნაირი მაღალი დონის ინგლისურის ტუტორი ვიპოვე. ძალიან გამიმართლა. დიდი მადლობა ყველაფრისთვის. ჩემი რეკომენდაცია 100%!“
მარიამიზრდასრული მოსწავლე
„IELTS-ის საერთაშორისო გამოცდაში საუკეთესო შეფასება მივიღე და ეს თქვენი პროფესიონალიზმისა და მხარდაჭერის უდიდესი დამსახურებაა. ახლა უკვე შესაძლებლობა მაქვს, ევროპაში ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში გავაგრძელო სწავლა, რაც ჩემთვის უდიდესი მიღწევაა. თქვენი გვერდში დგომა, მოსწავლისადმი მეგობრული და გულისხმიერი დამოკიდებულება და განსაკუთრებული პროფესიონალიზმი შეუფასებელია. გულწრფელი მადლობა ყველაფრისთვის — თქვენ ნამდვილად საუკეთესო ხართ! ❤️“
ანასტასიაIELTS
„თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თქვენ რომ არა, ახლა ინგლისური ასეთ მაღალ დონეზე არ მეცოდინებოდა. სწავლების პროცესი იყო ძალიან საინტერესო და, რაც მთავარია, ძალიან ეფექტური. იმდენად კარგად და გასაგებად მიხსნიდით ყველაფერს, რომ სწორედ ეს დამეხმარა ინგლისური ენის სწრაფად და საფუძვლიანად ათვისებაში. უდიდესი მადლობა და უპირობო რეკომენდაცია ჩემგან!“
თამარი
„უაღრესად პროფესიონალი, საერთაშორისო დონის მასწავლებელია. ჩემმა შვილმა წელს ინგლისურში სწორედ თქვენ გამო აიღო უმაღლესი შეფასება ერთიან ეროვნულ გამოცდებში და ახლა 100% გრანტით აგრძელებს სწავლას. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და უდიდესი რეკომენდაცია ჩემგან.“
სალომეეროვნული გამოცდები
„უკვე ერთი წელია ამერიკაში ვცხოვრობ და ახლა გამართულად რომ ვსაუბრობ ინგლისურად, თქვენი დამსახურებაა. ჩემი დიდი რეკომენდაცია თქვენ — თქვენი საქმის ნამდვილი პროფესიონალი ხართ.“
ნიკააშშ
„ძალიან დიდი მადლობა! უკვე ჩემს უცხოელ კოლეგებთან ინგლისურად გამართულად ვსაუბრობ და ამ ყველაფერში თქვენ ძალიან დიდი წვლილი მიგიძღვით. ჩემგან დიდი რეკომენდაცია თქვენ.“
გიორგისამსახური
„თქვენამდე უამრავი რეპეტიტორი გამოვიცვალე. არავისთან მისწავლია ინგლისური ისე ეფექტურად, როგორც თქვენთან. თქვენი წყალობით უკვე თავდაჯერებულად ვსაუბრობ ინგლისურად. გმადლობთ.“
ანაზრდასრული მოსწავლე
„თქვენი წყალობით ჩავაბარე TOEFL — ძალიან რთული გამოცდა — საუკეთესო ქულებით. ძალიან დიდი მადლობა გვერდში დგომისთვის და მაღალი დონის პროფესიონალიზმისთვის. თქვენ გარეშე ამ ყველაფერს ვერ შევძლებდი.“
სოფიაTOEFL
„საუკეთესოა! საკუთარი საქმის ნამდვილი პროფესიონალი. რამდენიმე თვეში დავიწყე ლაპარაკი.“
ნინო
✍️ დაწერე შეფასება

შენი შეფასება

თუ ჩემთან სწავლობ ან სწავლობდი — გამიხარდება, თუ ორ სიტყვას დაწერ. ღილაკზე დაჭერით ტექსტი ავტომატურად აიწყობა და გამომიგზავნი.

გაგზავნა ელფოსტით

შეფასება საიტზე შენი სახელით გამოქვეყნდება — გვარის გარეშე — მას შემდეგ, რაც წავიკითხავ. ტელეფონსა და ელფოსტას არსად ვწერ.

ბლოგი

ინგლისური ერთ წუთში — ბოლო სტატიები

გრამატიკა, ტიპური შეცდომები და პრაქტიკული რჩევები ქართულად — უფასოდ, ყველასთვის.

📍პრაქტიკა · 5 წუთი

ინგლისურის რეპეტიტორი თბილისში თუ ონლაინ — რა ჯობია 2026-ში

ბინაზე მისვლა თუ Google Meet? რა იცვლება რეალურად, რაში სჯობს თითოეული ფორმატი და რა განსაზღვრავს შედეგს ფორმატის მიუხედავად.

წაკითხვა →
🎓პრაქტიკა · 5 წუთი

IELTS მომზადება საქართველოში — რამდენი ხანი და რა ქულა გჭირდება

როგორ გავარკვიოთ საჭირო ქულა, Academic თუ General, სად იკარგება ქულა ყველაზე ხშირად და როგორ გამოიყურება რეალური მომზადების გეგმა.

წაკითხვა →
📝პრაქტიკა · 5 წუთი

ერთიანი ეროვნული გამოცდები, ინგლისური — როგორ მოვემზადოთ

როდის დავიწყოთ, რომელ თემებზე იკარგება ქულა ყველაზე ხშირად, როგორ ვმუშაობთ სკოლის პროგრამასთან და რა უნდა იცოდეს მშობელმა.

წაკითხვა →
ყველა სტატია →

ხშირად დასმული კითხვები

სად ტარდება გაკვეთილები?

ონლაინ — Google Meet-ში, სახლიდან, ტელეფონიდან ან კომპიუტერიდან. მასალა ბმულით გეგზავნება და ნებისმიერ მოწყობილობაზე იხსნება.

ნულიდან ვიწყებ — გამომადგება?

დიახ. A1 დონიდან ვიწყებთ ყველაზე საჭირო ფრაზებით და პირველივე გაკვეთილზე რაღაცას იტყვი ინგლისურად. სირცხვილიც და შიშიც სწორედ ინდივიდუალურ გაკვეთილზე გადის.

სასაუბრო ინგლისურსაც ასწავლი თუ მხოლოდ გრამატიკას?

გაკვეთილის დიდი ნაწილი ლაპარაკია — სასაუბრო ინგლისური შენს თემებზე. გრამატიკა მხოლოდ საშუალებაა, მიზანი კი — ლაპარაკი. თუ ინგლისურში მომზადება კონკრეტული მიზნისთვის გჭირდება — გამოცდა, გასაუბრება, სკოლა — გეგმას მასზე ვაწყობთ.

ონლაინ რეპეტიტორი თუ ჯგუფური კურსი — რა ჯობია?

ჯგუფში პროგრამა ყველასთვის ერთია და ლაპარაკის დრო იყოფა. ინდივიდუალურ გაკვეთილზე მთელი დრო შენია — შენს დონეზე, შენს მიზანზე და შენს შეცდომებზე ვმუშაობთ, ანუ დრო ზუსტად იქ იხარჯება, სადაც შენ გჭირდება.

რამდენ ხანში ვნახავ შედეგს?

რეგულარული სწავლით (კვირაში ორი გაკვეთილი და დავალებები) ერთი დონის გავლას რამდენიმე თვიდან წლამდე სჭირდება — საწყისი დონისა და დატვირთვის მიხედვით: დაბალი დონეები უფრო სწრაფად გადის, B1-დან ზემოთ — უფრო ნელა. პირველი ცვლილება — უფრო თამამი ლაპარაკი — ჩვეულებრივ ყველაზე ადრე ჩანს.

სხვა ქვეყანაში ვცხოვრობ — დროის სხვაობა პრობლემაა?

არა. ევროპიდან ამერიკამდე სხვადასხვა სასაათო სარტყელში მყავს მოსწავლეები — დროს ისე ვირჩევთ, რომ ორივეს გვაწყობდეს.

რა ღირს გაკვეთილები?

საწყისი პაკეტი: 350 ₾ / 8 გაკვეთილი. ერთი გაკვეთილი — 75 წუთი. ფასი იცვლება კურსის მიხედვით; ზუსტ თანხას უფასო 20-წუთიან გაცნობაზე გეტყვი.

ბავშვებსაც ასწავლი?

დიახ — სკოლის მოსწავლეებსა და მოზარდებს. თუ მოსწავლე ბავშვია, თვის ბოლოს პროგრესის ანგარიშს მშობელსაც ვუგზავნი.

გაცნობითი შეხვედრა მართლა უფასოა?

დიახ. ეს 20-წუთიანი საუბარია Google Meet-ში — ვეცნობით ერთმანეთს, ვარკვევთ შენს დონეს და გიხსნი, როგორ მიმდინარეობს გაკვეთილები. არაფერს იხდი და არაფერს გავალდებულებ.

დავიწყოთ?

მომწერე ორი სიტყვა — რა გინდა ისწავლო და როდის გიხერხდება. ჩვეულებრივ იმავე დღეს გიპასუხებ და უფასო გაცნობით შეხვედრას დავჯავშნით.

მომწერე უფასო გაცნობა · WhatsApp