ინგლისური ემიგრაციისთვის — გერმანიაში, ევროპასა და ამერიკაში წასვლამდე
ემიგრაციაში ინგლისური სულ სხვა რამისთვის გჭირდება, ვიდრე გამოცდაზე. აქ მთავარია, გაიგო, რას გეუბნებიან ფანჯარასთან — და მოახერხო პასუხის გაცემა პირველივე ჯერზე.
350 ₾ / 8 გაკვეთილი · 75 წთ · უფასო 20-წუთიანი გაცნობაჩემი მოსწავლეების ნაწილი უკვე გერმანიაში, ევროპის სხვა ქვეყნებსა და ამერიკაშია. ნაწილი კი ჯერ საქართველოშია და ემზადება. ორივე შემთხვევაში ერთი და იგივე პრობლემა ჩნდება: სახელმძღვანელოს ინგლისური და ქუჩის ინგლისური ერთმანეთს ცოტათი ჰგავს.
ამიტომ პროგრამა სიტუაციებზეა აგებული, არა თემებზე. არა „საკვები“ და „ტრანსპორტი“, არამედ: როგორ ჩაეწერო ექიმთან, როგორ უპასუხო ბინის მეპატრონის წერილს, როგორ ახსნა უწყებაში, რომ დოკუმენტი ჯერ არ მოგივიდა.
თუ გერმანიაში მიდიხარ, ორმაგი სიტუაციაა: გერმანულს სწავლობ, სამსახურსა და საერთაშორისო გარემოში კი ინგლისური გჭირდება. მე ორივე ენაზე შემიძლია ახსნა და ეს ხშირად აჩქარებს პროცესს.